Culture Moves Europe: ახალი შესაძლებლობები სარეზიდენციო პროექტებისთვის
დეკემბერი 18, 2025

Culture Moves Europe: ახალი შესაძლებლობები სარეზიდენციო პროექტებისთვის


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“), გამოაცხადა კონკურსი რეზიდენტთა მასპინძლებისთვის. კონკურსი ღიაა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, სომხეთისა და უკრაინისთვის. 

კონკურსი ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს იურიდიულ პირებს, რომელთაც სურთ, სარეზიდენციო პროექტისთვის უმასპინძლონ ერთიდან ხუთამდე ხელოვანსა და კულტურის სფეროს პროფესიონალს და მოამარაგონ ისინი სწავლის, შემოქმედების, კვლევისა თუ კავშირების დამყარების შესაძლებლობებით. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იურიდიული პირი „შემოქმედებითი ევროპის“ ერთ-ერთ ქვეყანაში უნდა იყოს დარეგისტრირებული და დაფუძნებული. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უმასპინძლოს წარდგენილი სარეზიდენციო პროექტების ხელოვანებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის“ სხვა ქვეყნებიდან არიან. ამასთან, ის აქტიურად უნდა საქმიანობდეს ამ სექტორთაგან ერთ-ერთში: არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი და მოდის დიზაინი, ლიტერატურა, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. 

სარეზიდენციო გრანტი ითვალისწინებს ფინანსურ მხარდაჭერას მასპინძლისათვის და თითოეული რეზიდენტისათვის. მასპინძელი მიიღებს მასპინძლობის გასამრჯელოს (50 ევრო ყოველდღიურად ყოველ რეზიდენტზე) და ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას (საჭიროების შემთხვევაში). რეზიდენტი მიიღებს ყოველდღიურ გასამრჯელოს (30 ევრო დღეში) და სამოგზაურო გასამრჯელოს (დამოკიდებულია მანძილზე). საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსება ხელმისაწვდომია მწვანე მობილობისთვის (400 ევრო), ოჯახისთვის (200 ევრო თითოეულ ბავშვზე) და ვიზისთვის (120 ევრო).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 მარტი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

კონკურსის დეტალები 

გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე (GAP) განთავსებული განაცხადის ფორმა

დახურვის თარიღი:

მარტი 16, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,