Blue Book-ის სტაჟირების პროგრამა: 2026 წლის ოქტომბრის სესიისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
მარტი 17, 2026

Blue Book-ის სტაჟირების პროგრამა: 2026 წლის ოქტომბრის სესიისთვის განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკომისიამ Blue Book-ის სტაჟირების ყოველწლიური პროგრამის 2026 წლის ოქტომბრის სესიისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ეს ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, ევროკავშირის პოლიტიკისა და მართვის პროცესებზე დაკვირვებით უშუალო გამოცდილება მიიღონ. 

2026 წლის ოქტომბრის სესია ხუთ თვეს გაგრძელდება. აპლიკანტებს 1,000-მდე პოზიციაზე შეუძლიათ განაცხადის შეტანა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია კომისიის დეპარტამენტებში, სერვისებსა თუ სააგენტოებში, რომლებიც ბრიუსელში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ეროვნულ ბიუროებშია გადანაწილებული. 

კონკურსი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის არის ღია, თუმცა სპეციფიკურ გენერალურ დირექტორატებსა და სერვისებში შეზღუდული რაოდენობით ადგილები ასევე განსაზღვრულია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების – მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – მოქალაქეებისთვისაც.

სტაჟირებები ორ ტიპად იყოფა: ადმინისტრაციული სტაჟირებები და მთარგმნელობითი სტაჟირებები, რომლებიც კონკრეტულად თარგმნის გენერალური დირექტორატისთვისაა (DGT) განსაზღვრული. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტაჟირებები ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრში (JRC).

აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან ეკვივალენტურ ხარისხს და არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში ექვს კვირაზე მეტი ხნით მუშაობის გამოცდილება. ამასთან, მან კარგად უნდა იცოდეს ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ენა, რომელთაგან ერთ-ერთი ინგლისური, ფრანგული ან გერმანული უნდა იყოს. 

სტაჟიორებისგან მოელიან კომისიის საქმიანობისადმი ინტერესისა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის სურვილის ქონას და საქმისადმი პროაქტიულ დამოკიდებულებას.

შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ 1,538.16 ევროს ოდენობის გრანტს ყოველდღიური ხარჯებისთვის, თუმცა მათ თავად მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფა. 

სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მრავალფეროვან მოვალეობებს, რომელთა შორისაც იქნება შეხვედრებზე, სამუშაო ჯგუფებში და საჯარო მოსმენებზე დასწრება თუ მათი ორგანიზება, საბუთების კვლევა, მოქალაქეების ინფორმაციით მომარაგება და პროექტების მართვის მხარდაჭერა. 

განაცხადის შევსება ევროკომისიის დამოწმების სერვისზე (EU Login) რეგისტრაციის გავლის შემდეგაა შესაძლებელი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 7 აპრილი, ბრიუსელის დროით 10am საათი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 7, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,