აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების 2026 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ნოემბერი 20, 2025

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების 2026 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2026 წლის სასტიპენდიო პროგრამის პირველი კონკურსი გამოაცხადა. 

სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის – ყველა მოქალაქისთვის, მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად. 

აპლიკანტი უნდა იყოს 18 წელს ზემოთ, კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა და ჰქონდეს თემის ჩართულობის ან სამოქალაქო ტექნოლოგიების სფეროში განსახორციელებელი პროექტის იდეა. 

შერჩეული კანდიდატები მიიღებენ მათ ინტერესებზე მორგებულ ტრენინგსა და მენტორობას, 5,000 ევროს აქტივობების განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დამყარების  შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის სტიპენდიატთა ქსელის წევრებიც გახდებიან.

კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომია ორი ტიპის სტიპენდია: თემის ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები. მსურველებმა უნდა წარადგინონ პროექტის იდეა, რომელიც ხელს უწყობს მედეგ, მდგრად და ინტეგრირებულ ეკონომიკას, აძლიერებს ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებას; მხარს უჭერს მედეგ და ინკლუზიურ ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ახალისებს სოციალურ სამართლიანობასა და მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 

განაცხადების შეფასებისას დამატებითი ქულები მიენიჭება იმ სასტიპენდიო პროექტებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას უწყობს ხელს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 დეკემბერი. აპლიკანტებმა განაცხადის ონლაინფორმა უნდა შეავსონ.

თითოეულ კანდიდატს ერთი კონკურსის ფარგლებში მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა შეუძლია, თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში, მას მომდევნო კონკურსებზე ახალი განაცხადების შევსების უფლება აქვს. 

მომდევნო კონკურსები გამოცხადდება 2026 წლის გაზაფხულზე, 2026 წლის ზამთარში და 2027 წლის გაზაფხულზე. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

2026 წლის სასტიპენდიო განაცხადის გზამკვლევი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 30, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,