ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ადგილობრივი საზღვრებშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამამ პროფესიონალი ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული საგამოძიებო გუნდებისათვის და/ან მედიასაშუალებებისათვის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი რამდენიმე წყებად გამოცხადდება და მასში მონაწილეობა შეეძლებათ მინიმუმ ორი ევროპული ქვეყნის ადგილობრივი საგამოძიებო ჟურნალისტებისგან შემდგარ გუნდებს და/ან ადგილობრივ მედიასაშუალებებს, რომელთაც ადგილობრივი საზღვრებშორისი გამოძიების ჩატარება სურთ. მაგალითად, ორ სხვადასხვა ქალაქში მომუშავე ჟურნალისტებს და/ან მედიასაშუალებებს შეუძლიათ გამოიძიონ და ერთმანეთს შეადარონ, თუ როგორ უმკლავდებიან მათი ქალაქები მშენებლობებს, სამრეწველო ნარჩენებს, ტურიზმს, მობილობას და ასე შემდეგ.
თუ ამას გასაშუქებელი ამბავი მოითხოვს, გუნდის წევრები, სულ მცირე ორი ევროპული ქვეყნის გარდა, ევროპის მიღმაც შეიძლება ცხოვრობდნენ.
ცალკეული გამოცხადებული კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 209,000 ევროს შეადგენს, რაც ყველა შერჩეულ გამოძიებაზე გადანაწილდება. მცირე მასშტაბის გამოძიებები საშუალოდ 2,000 ევროს მიიღებენ, ხოლო დიდმასშტაბიანი პროექტები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე რედაქციები ჩაერთვებიან, 10,000 ევროთი ან მეტითაც შეიძლება დაფინანსდნენ.
ევროპის საზღვრებშორის გრანტებს Journalismfund.eu ევროკავშირის, ფონდ Limelight Foundation-ისა და Vereniging Veronica-ს დაფინანსებით განაგებს.
გრანტებით შეიძლება დაიფაროს სამუშაო დრო და ლოჯისტიკის, მოგზაურობის, დაზღვევის, იურიდიული მხარდაჭერის, თარგმანების, ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე წვდომის და სხვა მსგავსი ხარჯები.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,