EU4Energy ბებოს რჩევები ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად
მარტი 13, 2020

EU4Energy ბებოს რჩევები ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად


ევროკავშირი მხარს უჭერს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს საქართველოში ინიციატივის EU4Energy საშუალებით. ინიციატივა ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ენერგომომარაგების, უსაფრთხოების და კავშირების პრობლემების გადაჭრაში, ასევე ხელს უწყობს ენერგოეფექტურობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას.

როდესაც გარემო ხდება უფრო მწვანე, ადამიანები აცნობიერებენ, რომ ენერგოეფექტურობა უმნიშვნელოვანესია CO2-ის გაფრქვევების და გარემოზე ადამიანის ზეგავლენის შესამცირებლად. გარდა ამისა, ეს ელექტროენერგიაზე ფულის დაზოგვის შესანიშნავი საშუალებაა.

  • EU4Energy Babushka

“ჩემს ახალგაზრდობაში ადამიანები არცთუ ისე ბევრს ფიქრობდნენ ენერგიის დაზოგვაზე. ახლა კი ვიცით, რომ ენერგოეფექტურობა უმნიშვნელოვანესია! დაიმახსოვრეთ – ეს ნიშნავს არა ენერგიის გამოყენების შეწყვეტას, არამედ ენერგიის უფრო გონივრულად და ეკონომიურად გამოყენებას”, – ამბობს EU4Energy ბებო, ჩვენი გამოცდილი ექსპერტი ენერგოეფექტურობის საკითხებში.

EU4Energy ბებო ეწვია რადიოსადგურებს აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში მისი სასარგებლო რჩევებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად ენერგიის და ფულის დაზოგვის, და იმავდროულად გარემოს დაცვის საკითხებზე.

მოუსმინეთ ჩვენს სრულ ინტერვიუს ბებოსთან და გაიგეთ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად: