აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა:  ახალი პერსპექტივები ახალგაზრდობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სექტემბერი 4, 2018

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა: ახალი პერსპექტივები ახალგაზრდობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში


მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გავხსნით სრულიად ახალ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას. ევროკავშირისთვის ეს არის დიდი მიღწევა, რომელიც ადასტურებს მისი მხრიდან ახალგაზრდობის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში: (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). დღეს ეს სკოლა თბილისში საკუთარ კარს გაუღებს 16-17 წლის 30 მოსწავლეს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და დამსახურებულად მოიპოვეს სტიპენდიები მკაცრ შესარჩევ პროცესში. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს და მისი ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერით, მოსწავლეებს შესთავაზებენ მაღალი ხარისხის განათლებას და ევროპაში სწავლის შესაძლებლობას მრავალენოვან, მულტიკულტურულ გარემოში, აკადემიური კურსების და კლასგარეშე აქტივობების საშუალებით.

ახალგაზრდებში ინვესტირება ჩემთვის უდიდესი პრიორიტეტია. ევროკომისრის თანამდებობაზე მუშაობისას აქტიურად ვთანამშრომლობდი ევროკავშირის ექვს პარტნიორ ქვეყანასთან იმისათვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეგვექმნა ახალგაზრდებისთვის მთელ რეგიონში. მწამს, რომ ყველას აქვს მაღალი ხარისხის და ინკლუზიური განათლების მიღების უფლება. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა დაამტკიცა 340 მილიონი ევროს ღირებულების ახალი მხარდაჭერის პაკეტი ახალგაზრდებისთვის, რომელიც წარმოადგენს ერთერთს „2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან“. აღნიშნულის დახმარებით შეიქმნება საჭირო პირობები მთელი რეგიონის ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ მუშაობა, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება

 

  • Johannes Hahn, EU Commissioner for European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations
  • Johannes Hahn at the opening of the Eastern Partnership European School in Tbilisi, Georgia on 4 September 2018
  • Johannes Hahn at the opening of the Eastern Partnership European School in Tbilisi, Georgia on 4 September 2018
  • Johannes Hahn at the opening of the Eastern Partnership European School in Tbilisi, Georgia on 4 September 2018

აღნიშნული პაკეტის ნაწილის სახით, ევროკავშირი გააძლიერებს  მის ერთერთ  ყველაზე წარმატებულ ინიციატივასერაზმუს +“.  ჩვენი შეფასებით, 2020 წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან გაცვლითი შესაძლებლობებით ნასარგებლები ექნება 80,000-ზე მეტ ახალგაზრდას, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალს, სტუდენტს და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს.

მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ განათლება ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ამავე დროს, ტექნოლოგიური და შრომის ბაზრის კონიუნქტურის ცვლილებები გამუდმებულ ადაპტაციას მოითხოვს. ახალგაზრდებს სულ უფრო და უფრო მეტად ესაჭიროებათ უნარების და მიდგომების განვითარება, რათა გახდნენ დინამიურები და ნოვატორები მუდმივად განვითარებად გარემოსთან ადაპტაციის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ძირითადი დარბილიუნარჩვევები, რომლებიც ისწავლება როგორც საბავშვო ბაღის საფეხურზე, ისე საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეზე.

გარდა ამისა, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე უკეთ მორგებული უნარჩვევები გადამწყვეტია კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური განვითარების გასაუმჯობესებლად გრძელვადიან პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, ხდება პროფესიული განათლების და ტრენინგის უწყვეტი მხარდაჭერა ექვსივე პარტნიორ ქვეყანაში. საკვალიფიკაციო სისტემების მოდერნიზების და პროფესიული განათლების და ტრენინგის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით გამოყოფილია ბიუჯეტი, რომელიც 80 მილიონ ევროს აღემატება.

გარდა ამისა, ევროკავშირი სრულად იზიარებს ექვსი ქვეყნის მისწრაფებას სამეწარმეო უნარჩვევების მხარდასაჭერად და საკუთარი საგანმანათლებლო სისტემის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად. ამ თვალსაზრისით, პროგრამის EU4Youth მიზანია ახალგაზრდობის დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესება, განსაკუთრებით დაუცველი და არახელსაყრელი პირობების მქონე ახალგაზრდებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის: ეს გამოიხატება მათი სამეწარმეო პოტენციალის და  შრომის ბაზრისთვის აუცილებელი უნარების მხარდაჭერაში. აღნიშნული ხორციელდება ბიზნესინკუბატორების და ინოვაციური კლასტერების, მენტორობის სქემების ჩამოყალიბებით, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობაზე და განსხვავების დასაძლევ არაფორმალურ პროგრამებზე მათთვის, ვინც ნაადრევად ტოვებს სკოლას

  • Johannes Hahn at the opening of the Eastern Partnership European School in Tbilisi, Georgia on 4 September 2018
  • First students of the astern Partnership European School at the opening ceremony in Tbilisi, Georgia
  • First students of the Eastern Partnership European School at the opening ceremony in Tbilisi, Georgia

ახალგაზრდების მხარდაჭერა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა სწორედ ამ მიზანზეა ორიენტირებული: ახალგაზრდების უზრუნველყოფა ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების სათანადო კომპლექტით, რომელიც ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს გაცვლების და ურთიერთგაგების გაუმჯობესებას რეგიონში.

იოჰანეს ჰან,

ევროკომისარ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,