უცხოეთიდან კვალიფიცირებულ სამუშაოს მაძიებელთა მოსაზიდად ევროკავშირის ტალანტების ბაზა შეიქმნება
ნოემბერი 20, 2025

უცხოეთიდან კვალიფიცირებულ სამუშაოს მაძიებელთა მოსაზიდად ევროკავშირის ტალანტების ბაზა შეიქმნება


19 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის ტალანტების ბაზაზე (EU Talent Pool) ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ მიღწეული შეთანხმება მოიწონა. 

ამოქმედების მერე ევროპარლამენტის ტალანტების ბაზა გახდება პირველი ევროკავშირის მასშტაბის პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის გარეთ მცხოვრებ სამუშაოს მაძიებელთა მოზიდვას შეუწყობს ხელს. წევრი სახელმწიფოებისთვის ინიციატივაში ჩართვა ნებაყოფლობითია. 

ახალი პლატფორმა ევროკავშირში დამსაქმებლებს არაწევრი ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებელთა პოვნასა და იმ სფეროებში დასაქმებას გაუმარტივებს, რომლებშიც ევროკავშირის შიგნით დასაქმებულთა დეფიციტი აღინიშნება. მესამე ქვეყანაში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს შეეძლებათ, პლატფორმაზე თავიანთი პროფილები დაარეგისტრირონ, სადაც თავიანთ უნარებს, კვალიფიკაციას, სამუშაო გამოცდილებასა და ენების ცოდნას წარმოაჩენენ.

პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინიციატივაში ჩართული წევრი სახელმწიფოების დამსაქმებელთა ვაკანსიები, რაც შრომის მაძიებლებს თავიანთი უნარების შესაბამისი სამუშაოს პოვნაში დაეხმარება. 

ამ ეტაპზე რეგულაცია ევროპარლამენტმა და საბჭომ ოფიციალურად უნდა მიიღოს. 

როგორც კი რეგულაცია ძალაში შევა, ევროკომისია პლატფორმას შექმნის, რათა ის რაც შეიძლება მალე ამუშავდეს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,