უკრაინა: ევროკავშირმა რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო
მარტი 3, 2022

უკრაინა: ევროკავშირმა რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო


2 მარტს ევროკავშირმა რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე გადაწყვეტილება მიიღო. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა.

ამ შეზღუდვის შედეგად რუსული ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციებს სწრაფი და ეფექტიანი გზით ვეღარ განახორციელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მჭიდროდ იყო კოორდინირებული ევროკავშირის ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორებიც აშშ და გაერთიანებული სამეფო არიან.

„ევროკავშირმა სინათლის სისწრაფით დაამტკიცა მძიმე სანქციების სამი ტალღა რუსეთის ფინანსური სისტემის, მისი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის და მისი კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ. ეს არის სანქციების უდიდესი პაკეტი, რომელიც ევროკავშირის ისტორიაში ოდესმე მიღებულა. რუსული ბანკების SWIFT-ის ქსელიდან გამორთვის შესახებ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია პუტინისა და კრემლისთვის“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სისტემიდან გამორთული ბანკების სია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ეს ბანკებია:

  • Bank Otkritie
  • Novikombank
  • Promsvyazbank
  • Bank Rossiya
  • Sovcombank
  • VNESHECONOMBANK (VEB)
  • VTB BANK

აკრძალვა 10 დღის განმავლობაში შევა ძალაში. ამ გარდამავალ პერიოდში SWIFT და სხვა ოპერატორები ცვლილებებზე მორგებას შეძლებენ, რაც შეამცირებს სანქციის ყველა შესაძლო უარყოფით გავლენას ევროკავშირის ბიზნესსა და ფინანსურ ბაზრებზე. საჭიროების შემთხვევაში ევროკომისია მზად არის, სიას დაუყოვნებლივ დაამატოს რუსეთის სხვა ბანკები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,