2021 წლის 9, 10 და 11 ივნისს „ვენჩურული ფილანთროპიის ევროპული ასოციაცია“ (EVPA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში არსებულ თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე წარადგენენ ევროკავშირის მერ დაფინანსებულ ახალ პროექტს, „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ („Collaborate for Impact“).
EVPA ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სოციალურ საწარმოებს და მეწარმეებს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, მთავრობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს, აკადემიურ წრეებს და მედიას. მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ ვითარდება სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების სფერო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და რუსეთში. მათ ასევე გააცნობენ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებაც ამ საკითხებში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების განმავლობაში სოციალური ინვესტიციების სპეციალისტები დამსწრეებს ბიზნესთან ან სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ისინი ასევე სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების იმ ფორმებზეც ისაუბრებენ, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში უკვე ხორციელდება.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ის ინგლისურ ენაზე წარიმართება, თუმცა მსურველებს რუსული თარგმანის მოსმენაც შეეძლებათ.
დამატებითი ინფორმაცია
პროექტი „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,