„შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული თანამშრომლობის პროექტების კონკურსს აცხადებს 
ოქტომბერი 20, 2023

„შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული თანამშრომლობის პროექტების კონკურსს აცხადებს 


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, „შემოქმედებითი ევროპა“, თანამშრომლობის პროექტების კონკურსს აცხადებს. გრანტები გაიცემა მრავალფეროვანი აქტივობების თუ ინიციატივების განმახორციელებელი პროექტებისთვის, რომლებშიც კულტურისა და შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ხელოვანები და დაინტერესებული პირები არიან ჩართულები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ყველა ქვეყანას, რომელთა შორის საქართველოც არის. კონკურსის ფარგლებში, სულ მცირე, 130 პროექტი დაფინანსდება.

ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომლობას და ევროპული ხელოვნების ნიმუშების შექმნასა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას. ის ასევე წაახალისებს ახალი და ინოვაციური პრაქტიკების შექმნას, განვითარებას, დანერგვასა და გამოყენებას. 

იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსი „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის კულტურის მიმართულების ნაწილია, მასში მონაწილეობა არ შეუძლიათ პროექტებს, რომლებიც მხოლოდ აუდიოვიზუალურ კონტენტზე კონცენტრირდება და/ან მხოლოდ აუდიოვიზუალურ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისგან შედგება. 

კონკურსის საერთო ბიუჯეტი, დაახლოებით, 60 მილიონ ევროს შეადგენს. 

მცირე მასშტაბის პროექტისთვის მაქსიმალური გრანტის ოდენობა 200 000 ევროა, ხოლო საშუალო მასშტაბის პროექტისთვის — 1 000 000 ევრო. მცირე მასშტაბის პროექტების შემთხვევაში მიღებულმა გრანტმა უნდა დაფაროს სრული დაფინანსების მაქსიმუმ 80%, საშუალო მასშტაბის პროექტების შემთხვევაში კი — მაქსიმუმ 70%.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 23 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,