საქართველომ, სომხეთმა და მოლდოვამ სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის საპილოტე პროექტში მიიღეს მონაწილეობა
ივნისი 5, 2024

საქართველომ, სომხეთმა და მოლდოვამ სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის საპილოტე პროექტში მიიღეს მონაწილეობა


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, EU4Digital-ის 31 მაისს გავრცელებული განცხადებით, საქართველომ  სომხეთმა და მოლდოვამ წარმატებით გამოცადეს ეროვნული ელექტრონული იდენტიფიკაციის (eIDs) სერვისების უცხოურ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირება.  ტესტირება  EU4Digital პროგრამის სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) საპილოტე აქტივობების ფარგლებში ჩატარდა.

საპილოტე პროექტის მიზანი სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული ავთენტიკაციის სისტემაში საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის საჯარო უწყებების ტექნიკური თავსებადობის გაუმჯობესება იყო.

ამჟამად პროგრამული უზრუნველყოფა, სახელწოდებით eIDAS-Node, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, რომ სახელმწიფოთაშორისი ავთენტიკაციისთვის კოლეგებს ცენტრალიზებული ან განაწილებული სისტემით დაუკავშირდნენ. განახლებული ევროკავშირის ციფრული იდენტობის (EUDI) რეგულაცია, ყოფილი eIDAS რეგულაცია, ხელს უწყობს სახელმწიფოთაშორის უსაფრთხო ტრანზაქციებს და ევროკავშირში ციფრული სერვისების შეუფერხებელ მუშაობას. 

სახელმწიფოთაშორისი eID-ის პილოტირების ფარგლებში ტესტირება გაიარეს ქვეყნების შემდეგმა წყვილებმა: საქართველომ და  სომხეთმა; მოლდოვამ და სომხეთმა; მოლდოვამ და საქართველომ. საპილოტე პროგრამა ევროკავშირის მოდელის მიხედვით და ადგილობრივი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ხორციელდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,