ყველაფერი, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ — პასუხები თქვენს კითხვებზე
აპრილი 26, 2021

ყველაფერი, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ — პასუხები თქვენს კითხვებზე


ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო) თანამშრომლობით მოამზადა გზამკვლევი, „ყველაფერი, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ“. ინტერაქტიული განმარტებების ეს ნაკრები 2021 წლის იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულის აღნიშვნასთან დაკავშირებით შეიქმნა.

იმუნიზაციის მსოფლიო კვირეული ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირას ტარდება. წელს მისი დევიზია, „ვაქცინები ერთმანეთთან გვაახლოებს“ — ეს არის საკვანძო შეტყობინება მაშინ, როცა სამყარო COVID-19-ის პანდემიიდან და მის მიერ გამოწვეული სოციალური იზოლაციიდან გამოსვლისთვის ემზადება.

იცით, ყოველწლიურად რამდენი სიცოცხლის გადარჩენაზეა პასუხისმგებელი ვაქცინაცია? როგორ იქმნება და იტესტება ვაქცინები? ან როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ვაქცინაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? გზამკვლევი, ყველაფერი, რაც ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ“, განმარტავს ვაქცინაციის ზოგად უპირატესობებს, პასუხობს კითხვებს იმუნიზაციის პროცესის და ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ და ხსნის, როგორ ეხმარებიან ევროკავშირი და ჯანმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინაციის საკითხებში. გარდა ამისა, ის განიხილავს ვაქცინაციის საწინააღმდეგო კონსპირაციულ თეორიებს და დეზინფორმაციის პრობლემებს და განმარტავს, კიდევ რა მეთოდებით ეხმარება ევროკავშირი თავის პარტნიორებს პანდემიის პერიოდში.

იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ჯანმო და მისი საერთაშორისო პარტნიორები წარმართავენ კამპანიას ვაქცინაციის მიმართ სოლიდარობის და ნდობის ჩამოსაყალიბებლად. კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ ვაქცინაცია, როგორც საყოველთაო სიკეთე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. „მართალია, ვაქცინა ჯადოსნური ჯოხი არ არის, მაგრამ ის ისეთი მსოფლიოსკენ მიმავალ გზაზე წინსვლაში გვეხმარება, რომელშიც ჩვენ კვლავ შევძლებთ ერთად ყოფნას“, — აღნიშნავს ჯანმო.

დამატებითი ინფორმაცია

ყველაფერი, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ

იმუნიზაციის მსოფლიო კვირეული 2021 — ვაქცინაცია ერთმანეთთან გვაახლოებს

ევროკავშირის და ჯანმოს საქმიანობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მისაწოდებლად და ვაქცინაციის ასამოქმედებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, 2021-2023



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,