პროგრამამ, შემოქმედებითი ევროპა 2021-2027, პირველი კონკურსები გამოაცხადა
ივნისი 11, 2021

პროგრამამ, შემოქმედებითი ევროპა 2021-2027, პირველი კონკურსები გამოაცხადა


პროგრამის,  „შემოქმედებითი ევროპა“ (2021-2022), ფარგლებში  პირველი კონკურსები  გამოცხადდა. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი მომდევნო შვიდი წლისთვის 2.4 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი მიზანი კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლების დისციპლინათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაა, რათა მათ მეტი შესაძლებლობებისა და ახალი აუდიტორიების პოვნა შეძლონ.

ევროპული თანამშრომლობის პროექტების კონკურსი მთლიანი ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს აღემატება. კონკურსი მიზნად ისახავს ევროპელი არტისტების თანამშრომლობის წახალისებას და ინოვაციებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა აუდიტორიის ჩართულობა, ციფრული ტრანსფორმაცია, წვლილის შეტანა ევროპულ მწვანე შეთანხმებაში და წიგნის, მუსიკის, არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სექტორებისთვის დამახასიათებელი გამოწვევების გადაჭრა.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 7 სექტემბერი.

ევროპის კულტურის სფეროს და შემოქმედებითი ორგანიზაციების ქსელების კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2021-2023 წლების პერიოდისთვის 27 მილიონ ევროს შეადგენს. კონკურსი მხარს დაუჭერს უნარიანობის გაძლიერების პროექტებს, რომლებსაც ევროპის კულტურის სფეროს ორგანიზაციების წარმომადგენლობითი და მრავალქვეყნიანი ქსელები ახორციელებენ.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 26 აგვისტო.

პანევროპული კულტურის სფეროს ორგანიზაციების კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2021-2023 წლების პერიოდისთვის 5.4 მილიონ ევროს შეადგენს. კონკურსი მხარს დაუჭერს ორკესტრებს, რომელთა მიზანიც ახალგაზრდა, ნიჭიერი არტისტებისთვის ტრენინგის, კარიერული გამოცდილების და შემოქმედებითი შესაძლებლობების შეთავაზებაა. 

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 26 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფა განაცხადების შესატანად, ეწვიეთ ვებსაიტს



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,