ევროპული ერთობლივი კვლევის ცენტრი მკვლევრებსა და მეწარმეებს თავისი ლაბორატორიების კარს უღებს
თებერვალი 16, 2023

ევროპული ერთობლივი კვლევის ცენტრი მკვლევრებსა და მეწარმეებს თავისი ლაბორატორიების კარს უღებს


ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) სამეცნიერო და კვლევით ორგანიზაციებში, მცირე და საშუალო საწარმოებში და, ზოგადად, საჯარო და კერძო სექტორებში მომუშავე ადამიანებს თავის კვლევით ლაბორატორიებში ტრენინგისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით იწვევს.

JRC ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მომუშავე მკვლევრებსა და მეცნიერებს თავისი არაბირთვული კვლევის ლაბორატორიების კარს უღებს. რაც შეეხება ბირთვული კვლევის ობიექტებს, მათში მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და „ევროატომის“ კვლევის პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები დაიშვებიან.

JRC-ის ტრენინგისა და პროფესიული უნარების განვითარების კურსის გავლით მეცნიერები JRC-ის ლაბორატორიების შესახებ სიღრმისეულ ცოდნას დაეუფლებიან. ეს გარემოება კი მათ კვლევით ინფრასტრუქტურაზე წვდომის პროგრამაში მოხვედრის შანსებს გაუზრდის. 

მეცნიერებსა და სპეციალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიწვრთნან ისეთ დარგებში, როგორიცაა ქიმია, ბიომეცნიერებები/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, არაცოცხალ სისტემათა შემსწავლელი მეცნიერებები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და პროგნოზირება. რამდენიმე მიმართულებით საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,