ევროპის განათლების ფონდის მწვანე უნარების კონკურსი 2023: ფინალისტთა შორის საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა
ივნისი 9, 2023

ევროპის განათლების ფონდის მწვანე უნარების კონკურსი 2023: ფინალისტთა შორის საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა


ევროპის განათლების ფონდმა (ETF) მწვანე უნარების 2023 წლის კონკურსის ათი ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტები 60-ზე მეტი ქვეყნიდან შეტანილ 600-მდე განაცხადს შორის შეარჩიეს და მათში საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა.

კონკურსი ავლენს ინიციატივებს, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით მწვანე უნარების პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით ინოვაციური მიდგომები და განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ფინალისტებს შორის სამი კანდიდატი მოხვდა.

საქართველოს წარმომადგენელი ფინალისტი, კონსტრუქტ2 ზესტაფონში მდებარე სამშენებლო კოლეჯია, რომელმაც თაბაშირ-მუყაოს ფილებით სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე ქვეყანაში პირველი კურსი აამოქმედა. დღეისათვის კოლეჯში, რომელიც დაინტერესებულ პირებს საქართველოს კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამის პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს, ტრენინგი 200 სტუდენტს აქვს გავლილი.

სომხეთის წარმომადგენელი ფინალისტი, TUMO შემოქმედებით ტექნოლოგიების ცენტრია. ის ქმნის „ნივთების ინტერნეტით“ (IoT) დაკავშირებულ მეტეოროლოგიური სადგურების ქსელს, რაც ახალგაზრდა პროფესიონალებს კლიმატის ცვლილების მონიტორინგში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს. 

უკრაინის წარმომადგენელი ფინალისტი, ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი სტუდენტებს ეკოლოგიურ ეკონომიკაზე, მწვანე ბიზნესზე და გარემოს მართვაზე ორიენტირებულ კურსებსა და დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს. უნივერსიტეტი უკრაინის მწვანე გარდაქმნაზე ზრუნვას რუსეთის აგრესიის მიუხედავად აგრძელებს. 

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ღია კენჭისყრით, რომელიც გაგრძელდება 29 სექტემბრამდე (23:59 CEST). მათი ვინაობა 2023 წლის ბოლოს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,