<strong>ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს და კომპანიებს მთლიანობაში 13.8 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა </strong>
ივლისი 13, 2022

ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს და კომპანიებს მთლიანობაში 13.8 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა 


ევროკავშირმა სანქციების ფარგლებში რუს ოლიგარქებსა და კომპანიებს 13.8 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა 12 ივლისს, პრაღაში ევროკავშირის იუსტიციის მინისტრების შეხვედრის ჩატარებამდე განაცხადა.

„ეს ერთობ მოზრდილი თანხაა. მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი, ხუთმა წევრმა სახელმწიფომ გაყინა. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვა ქვეყნების დარწმუნება, რომ მათაც იგივე გააკეთონ“, — დასძინა ევროკომისარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის დამთავრების შემდეგ ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტის თაობაზე საბოლოო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას მოელის. ამ შეთანხმების თანახმად, სანქციების დარღვევა ან გვერდის ავლა მთელ ევროკავშირში სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება.

აქტივები ევროკომისიის მიერ მარტში ჩამოყალიბებული სპეციალური ჯგუფის, „Freeze and Seize“, საქმიანობის ფარგლებში გაიყინა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

უკრაინა: ევროკომისია შემზღუდველი ზომების დამრღვევი ოლიგარქების და სხვა კრიმინალების აქტივების გაყინვის და კონფისკაციის თაობაზე წესებს წარადგენს



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,