ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კვლევა შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს ავლენს
UNDP
ნოემბერი 24, 2023

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კვლევა შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს ავლენს


22 ნოემბერს ევროკავშირმა, შვედეთმა, გაეროს განვითარების პროგრამამ და ორგანიზაციამ, „ქალები საერთო მომავლისათვის  — საქართველო“ (WECF-Georgia), გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიზანიც შრომითი მიგრანტი ქალების საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერაა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კვლევის მიგნებები შრომით მიგრანტ ქალებთან ჩატარებულ 22 ინტერვიუს და  საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს ეყრდნობა. 

კვლევის თანახმად, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა მიგრაციის ფემინიზაცია მეტ ყურადღებას საჭიროებს.

შრომითი მიგრანტი ქალები ხშირად ვერ ახერხებენ ფინანსური კაპიტალის დაგროვებას. ისინი აწყდებიან ისეთ დაბრკოლებებს, როგორიცაა უმუშევრობა, პროფესიული კვალიფიკაციის დაკარგვა, შეზღუდული წვდომა მომსახურების ინფრასტრუქტურასთან და სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზები — იქნება ეს დაბალი პენსიები თუ ძვირადღირებული ჯანდაცვა. დამატებითი დაბრკოლებებია უმუშევრობის შემწეობის არარსებობა, საბინაო გამოწვევები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომერციულ სესხებზე.

კვლევის რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მიზნობრივი პროგრამებისა და პოლიტიკის საშუალებით უნდა დაუჭირონ მხარი შრომითი მიგრანტი ქალების ქვეყანაში ღირსეულ დაბრუნებას. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,