ევროკავშირი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აძლიერებს
მარტი 1, 2022

ევროკავშირი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აძლიერებს


ევროკომისიის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ის გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას ქვეყანაში და მის იმ მეზობელ სახელმწიფოებში, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იღებენ. 

უკრაინის ომით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევროკომისია, გაეროს გადაუდებელი დახმარების გაწევის მოწოდების ფარგლებში, დამატებით 90 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხით ის სასწრაფო დახმარების პროგრამები დაფინანსდება, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვაში მყოფ ადამიანებს გაუმართავს ხელს. ევროკავშირის ეს ახალი ჰუმანიტარული დახმარება მათ საკვებით, წყლით, სამედიცინო დახმარებით, თავშესაფრით და პირველადი მოთხოვნილების ნივთებით უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ევროკომისია უკრაინისთვის მატერიალური დახმარების გაწევის კოორდინირებას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით ახდენს. ამჟამად მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა ევროკავშირის ოცმა წევრმა სახელმწიფომ, რომლებიცაა: ავსტრია, ბელგია,  გერმანია, დანია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია. დახმარება მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების 8 მილიონ ერთეულს და სამოქალაქო დაცვის მხარდაჭერას. პირველი სატვირთო მანქანა სლოვენიიდან უკრაინის დედაქალაქ კიევში 27 თებერვალს ჩავიდა.

მოლდოვამ თავისთან ჩასული უკრაინელების მხარდასაჭერად მექანიზმი გაააქტიურა. ავსტრიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა მოლდოვას უკვე შესთავაზეს სასწრაფო მხარდაჭერა — მათ შორის, საცხოვრებელი ნივთებისა და სამედიცინო დახმარების სახით.

„მშვიდობიან მოსახლეობას ყველაზე ძვირი უჯდება რუსეთის უკანონო სამხედრო აგრესია უკრაინაში“, — განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა, — „ომის შედეგად არსებობს მილიონობით უკრაინელის ლტოლვილად ქცევის რისკი. ეს ჰუმანიტარული მოთხოვნების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე იმ მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც უკრაინელები თავს აფარებენ“.

ამასთან, ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონი გუშინ რუმინეთში ჩავიდა, ხოლო დღეს  სლოვაკეთში გაემგზავრება, რათა ადგილზე შეაფასოს უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებთან დაკავშირებული სიტუაცია. გუშინ იოჰანსონი უკრაინასა და რუმინეთს შორის არსებულ სირეტის სასაზღვრო პუნქტთან მდებარე ლტოლვილთა მობილურ ბანაკს ეწვია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკომისარ იოჰანსონის ვიზიტი რუმინეთსა და სლოვაკეთში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,