ევროკავშირი რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების, Sputnik-ის და Russia Today-ს საწინააღმდეგო სანქციებს აწესებს
მარტი 3, 2022

ევროკავშირი რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების, Sputnik-ის და Russia Today-ს საწინააღმდეგო სანქციებს აწესებს


ევროპის კავშირის საბჭოს 2 მარტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა სასწრაფოდ შეაჩერა თავის ტერიტორიაზე Sputnik-ისა და RT/Russia Today-ის (RT English, RT UK, RT Germany, RT France და RT Spanish) სამაუწყებლო საქმიანობა. 

ეს შეზღუდვა ძალაში იქნება მანამ, სანამ არ შეწყდება აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სანამ რუსეთის ფედერაცია და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები არ შეწყვეტენ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნებისადმი მიმართულ დეზინფორმაციას და ინფორმაციით მანიპულირებას. 

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ Sputnik და Russia Today რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების უწყვეტი პირდაპირი თუ ირიბი კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებენ. ამჟამად კი ისინი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გამართლებასა და მხარდაჭერაში. 

„რუსეთის ფედერაცია აწარმოებს დეზინფორმაციის სისტემატურ, საერთაშორისო კამპანიას, მანიპულირებს ინფორმაციით და ამახინჯებს ფაქტებს. ამ გზით ის ცდილობს, გააძლიეროს თავისი მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების დესტაბილიზაციის მიზნით შემუშავებული სტრატეგია“, — ნათქვამია პრესრელიზში, — „კერძოდ, დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაციები განმეორებით და თანმიმდევრულად იყო მიმართული ევროპული პოლიტიკური პარტიების (განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში), სამოქალაქო საზოგადოებისა და რუსეთის გენდერული და ეთნიკური უმცირესობების, პოლიტემიგრანტების და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების წინააღმდეგ“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,