ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სფეროში 2024 წლისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს ამტკიცებს 
EU
იანვარი 23, 2024

ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სფეროში 2024 წლისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს ამტკიცებს 


22 იანვარს ევროპის კავშირის საბჭომ გაეროს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ფორუმებზე ევროკავშირის 2024 წლის პრიორიტეტები დაამტკიცა. 

პრიორიტეტების შესახებ მიღებულ დასკვნებში საბჭო ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ადამიანის უფლებების, მულტილატერალიზმისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისადმი დღევანდელ „დაძაბულ საერთაშორისო გარემოში, რომელსაც ახასიათებს შეიარაღებული კონფლიქტები, ავტორიტარიზმი, დეზინფორმაცია და გენდერულ თანასწორობასთან დაპირისპირება“.

საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული სიტუაციის მონიტორინგი მთელ მსოფლიოში და ადამიანის უფლებათა დარღვევის დაგმობა. 

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს ადამიანის უფლებათა დარღვევების დამოუკიდებელ გამოძიებებს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, ნათქვამია ევროპის კავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გააუქმოს სიკვდილით დასჯა. ის გააგრძელებს „წამებისგან თავისუფალი ვაჭრობის გლობალური ალიანსის“ მხარდაჭერას და განიხილავს მომდევნო ნაბიჯებს იმ პროდუქტებით ვაჭრობის ასაკრძალად, რომლებიც სიკვდილით დასჯისა და წამებისთვის გამოიყენება.

გარდა ამისა, ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირება, ებრძოლოს კორუფციას და დაიცვას რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

საბჭოსვე თანახმად, ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს ყველა რეგიონთან, ორგანიზაციასთან და დაინტერესებულ მხარესთან, რათა ამ სფეროში დასახულ თავის მიზნებს მიაღწიოს.

საბჭო გაეროს ადამიანის უფლებათა ფორუმებზე ევროკავშირის პრიორიტეტების შესახებ დასკვნებს ყოველწლიურად ამტკიცებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,