EU4Digital: შეუერთდით აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპების ეკოსისტემის ახალ პლატფორმას!
იანვარი 31, 2022

EU4Digital: შეუერთდით აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპების ეკოსისტემის ახალ პლატფორმას!


27 იანვარს პროგრამამ, EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სტარტაპების ეკოსისტემის პლატფორმა ოფიციალურად აამოქმედა. პლატფორმა რეგიონული სტარტაპების ეკოსისტემისთვის თვალის მიდევნებას გაამარტივებს. მასზე განთავსდება ინფორმაცია სტარტაპების, ინოვაციების, ინვესტორების, დაფინანსების რაუნდების და მრავალი სხვა საკითხის შესახებ.

ინტერაქტიურ პლატფორმაზე ამ ეტაპზე 2500-ზე მეტ სტარტაპზეა ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ამასთან, პლატფორმის მონაცემების გამოყენებით უკვე გაანალიზდა რამდენიმე საკითხი — მაგალითად, დადგინდა, რომ პლატფორმის სტარტაპების ამჟამინდელი ერთიანი საწარმოო ღირებულება 62 მილიარდ ევროს აღემატება და რომ მათ 2021 წელს 668 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია რეგისტრაცია და ის მომხმარებლებს სთავაზობს ინვესტორთან დამაკავშირებელ მექანიზმს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის სანდო  ანალიზს და მაკრო-დონის ტენდენციების შესახებ ინფორმაციას მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკური და ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. 

პლატფორმა განკუთვნილია ისეთი სხვადასხვა სახის მომხმარებლებისთვის, როგორებიც არიან სამთავრობო უწყებები და პოლიტიკოსები; ვენჩურული კაპიტალისტები, „ანგელოზი ინვესტორები“ და სხვა სახის ინვესტორები; სტარტაპები და სქეილაპები; მკვლევრები და ჟურნალისტები; უნივერსიტეტები, მომსახურების მიმწოდებლები და აქსელერატორები.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,