EBRD საქართველოში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ობლიგაციებში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას დებს 
აგვისტო 7, 2023

EBRD საქართველოში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ობლიგაციებში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას დებს 


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში, რაც კავკასიაში პირველი „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების“ (SLB) გამოშვებაში მონაწილეობით გამოიხატა. კერძოდ, ბანკმა კომპანიის, Georgia Capital (GCAP), 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კორპორაციულ ობლიგაციებში 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო. 

GCAP მიღებულ შემოსავალს, ძირითადად, თავისი არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირების, კაპიტალის მართვის საიმედოობის გაზრდისა და საკუთარი საინვესტიციო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებს. კომპანიამ, ამასთან, აიღო ვალდებულება, რომ თავის საწარმოებში CO2-ის ემისიას 2027 წლის ბოლომდე 20%-ით შეამცირებს.

EBRD-ს აქამდეც არაერთხელ უთანამშრომლია GCAP-ისა და მის შვილობილ კომპანიებთან. GCAP ჰოლდინგურ კომპანიაა, რომლის საქმიანობაც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისები, აფთიაქები, დაზღვევა და განახლებადი ენერგია. 

დღეისათვის EBRD-ს საქართველოში 286 პროექტის საშუალებით 5 მილიონ ევრომდე ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ამ პროექტთა 82 პროცენტი კერძო სექტორს მოიცავს. ბანკის ინვესტიციები, ძირითადად, მიმართულია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ფინანსური სექტორი, მდგრადი ინფრასტრუქტურა და მცირე და საშუალო საწარმოები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,