EBRD-მა და ევროკავშირმა შვიდ ქართულ კომპანიას  მსხვილი  ბიზნესგრანტები გადასცეს
ივლისი 10, 2023

EBRD-მა და ევროკავშირმა შვიდ ქართულ კომპანიას  მსხვილი  ბიზნესგრანტები გადასცეს


„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამამ“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ადგილობრივი პარტნიორები ახორციელებენ, შვიდ ქართულ კომპანიას მსხვილი ბიზნესგრანტები გადასცა.

გრანტების მიმღები კომპანიებია: საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია, კრისტალი, ემბისი, თიბისი ლიზინგი, რიკო ჯგუფი, თეგეტა ჰოლდინგი და ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია. მიღებულ გრანტებს კომპანიები ფასიანი ქაღალდების გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებისთვის გამოიყენებენ.

18 თვის წინ დაწყებულმა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამამ“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის გაფართოების მექანიზმების ჩამოყალიბებისა და ამუშავების მიმართულებით უკვე შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი.

მან კომპანიებს რესურსებზე წვდომა გაუმარტივა და ბაზარზე გარემოს დაცვის, სოციალური და კორპორაციული მმართველობის პრინციპების დანერგვას შეუწყო ხელი.

შედეგად, საქართველოს ბაზარზე გაჩნდა ხუთი ახალი მოთამაშე, რომლებმაც სამი მწვანე ბონდი, ერთი გენდერული ბონდი და ერთიც მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია გამოუშვეს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,