EBRD: გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური სიძლიერე აღინიშნება
სექტემბერი 28, 2022

EBRD: გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური სიძლიერე აღინიშნება


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების (REP) 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აღინიშნა. EBRD იმავე შეფასებას აკეთებს აზერბაიჯანისა და სომხეთის შესახებაც. 

ანგარიშის თანახმად, საქართველო და სომხეთი სარგებელს იღებენ რუსეთიდან ბიზნესის და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პროფესიონალთა შემოდინებიდან. კერძოდ, ეს გარემოება პატარა ეკონომიკის მქონე ამ ქვეყნებში მომსახურების სექტორების სტიმულირებას იწვევს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის შემოსავალს არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე მომატებული ფასების, არამედ, ამასთან, არა-ენერგეტიკული სექტორის ძლიერი მუშაობის შედეგადაც იღებს. 

მაგრამ რეგიონში 2022 წელს აღნიშნული მყარი ზრდა 2023 წელს შემცირდება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკური ზრდის მდგრადობას საშუალოვადიან პერიოდში. ანგარიშში მოცემულია გაფრთხილება, რომ მიმდინარე ზრდა კავკასიაში ძირითადად გამოწვეულია დროებითი ფაქტორებით და ეს ზრდა ადვილად შეიძლება, საპირისპიროდ შეიცვალოს.

კონკრეტულად საქართველოში რისკების მიზეზი გაურკვევლობა და გარე რყევების მაღალი ალბათობაა. პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 8 პროცენტით გაიზრდება, მომავალი წლისთვის კი ზრდა 5 პროცენტამდე შემცირდება. 

2022 წლის პირველ ნახევარში კავკასიაში  ენერგიასა და პროდუქტებზე ფასების ზრდის ახალი ტალღის გამო ინფლაციის ზრდის ტემპმა იმატა. სამივე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა აღნიშნულს თავიანთი საპროცენტო განაკვეთების მომატებით უპასუხეს.

ინფლაცია ამჟამად საშუალოდ 10 პროცენტამდეა დაცემული. ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ საშუალო 16.5 პროცენტზე, რომელიც EBRD-ის ოპერირების რეგიონების მთლიანი მასშტაბით აღინიშნება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 4, 2026

ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით საქართველო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს აფართოებს

მაისი 26, 2026

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

მაისი 8, 2026

ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ერევანში: „ეს სამიტი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც მშვიდობის სამიტი კავკასიაში“,  ანტონიუ კოშტა

აპრილი 30, 2026

ევროკავშირი აქვეყნებს განმარტებით დოკუმენტს შესვლა-გასვლის სისტემასა (EES) და ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) შორის არსებული ძირითადი განსხვავებების შესახებ: რა უნდა იცოდნენ მგზავრებმა

აპრილი 30, 2026

ევროკავშირი წევრობას არავის აიძულებს, განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,