Do IT with the EU: საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით IT ეკოსისტემის განვითარების პროექტს იწყებს
ივლისი 20, 2023

Do IT with the EU: საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით IT ეკოსისტემის განვითარების პროექტს იწყებს


ინიციატივა, Do IT with the EU, საქართველოს 1,300 მოქალაქეზე მეტს გლობალურ ბაზარზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად ისეთ პროფესიებში გადაამზადებს, როგორებიცაა პროგრამირება, პროექტების მართვა და დიზაინი. 

ინიციატივა წარმოადგენს IT ეკოსისტემის განვითარების გეგმას, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ევროკავშირი სექტემბერში დაიწყებენ. 

პროგრამის მიზანი საქართველოში IT სექტორის გარდაქმნაა. ამის მიღწევის გზად კი დასახულია მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრება, უნარების განვითარება და ქვეყნის მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ტექინდუსტრიაში ქალთა გაძლიერების საკითხს დაეთმობა. 

„IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი საქართველოს IT სექტორის მომავლისკენ გაკეთებულ ტრანსფორმაციულ ნახტომს წარმოადგენს. პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, რაც ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო IT კომპანიებთან მუშაობის შესაძლებლობათა მიცემით მიიღწევა. ეს კი, საბოლოოდ, რეგიონში საქართველოს კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს“, — განაცხადა ევროკავშირის  თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


თემაზე

დეკემბერი 11, 2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს

დეკემბერი 8, 2023

მედიაწიგნიერების თემაზე გამართული TruthTechThon ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

დეკემბერი 6, 2023

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინორეჟისორებს ევროკავშირის პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, გადაეცათ

დეკემბერი 6, 2023

ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სამეზობლოში ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით #MySkills4You კამპანიას იწყებს

დეკემბერი 5, 2023

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კონკურსში შეტანილი რეკორდული რაოდენობის განაცხადებიდან 657 ახალი წევრი შეირჩა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,