დემოკრატია აქ, დემოკრატია ახლა: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ ღონისძიებაში მონაწილეობენ
ივნისი 29, 2022

დემოკრატია აქ, დემოკრატია ახლა: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ ღონისძიებაში მონაწილეობენ


ევროპის საბჭოს სტრასბურგში გამართულ ღონისძიებას, ახალგაზრდული აქტივობის კვირას თექვსმეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შეუერთდება. 

ევროპის საბჭო თავის საფლაგმანო ღონისძიებას, „დემოკრატია აქ | დემოკრატია ახლა“ , 27 ივლისიდან 2 ივლისამდე პერიოდში მართავს. ახალგაზრდული კამპანიის მიზანი დემოკრატიის წახალისება და  ახალგაზრდებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ნდობის გაძლიერებაა. 

ახალგაზრდული აქტივობის კვირაზე აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ახალგაზრდული სექტორის პარტნიორები შეიკრიბებიან. შეკრების მიზანი ახალგაზრდული კამპანიის გაძლიერება და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის 50-ე წლისთავის აღნიშვნა გახლავთ.  

ევროპის ექვსივე პარტნიორი ქვეყნის და ევროკავშირის წარმომადგენელი 16 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, 400-მდე ევროპელ ახალგაზრდასთან ერთად, დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ახალგაზრდობაზე მათ გავლენას განიხილავს.

„ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east) და ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ღონისძიების ფარგლებში სოციალურ მედიასა და ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ არხებზე ერთობლივ კამპანიას წარმართავენ. ისინი სთხოვენ ახალგაზრდებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ დემოკრატიის განვითარებაში: „დაგვეხმარეთ, რომ ყველას გავაგონოთ თქვენი ხმა, მოგვიყევით თქვენს საზოგადოებაში არსებული გამოწვევების შესახებ და დატოვეთ კომენტარი, რომელშიც თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაუმჯობესების თაობაზე იდეებს შემოგვთავაზებთ!“

1 ივლისს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელს, ელჩ მეგლენა კუნევას შეხვდებიან. ისინი კუნევას ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროექტს და ქსელის მუშაობის შედეგებს წარუდგენენ. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ახალგაზრდული აქტივობის კვირასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალის მეორე ნომერსაც აქვეყნებენ. გამოცემა ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორიც ჯანმრთელი და დემოკრატიული საზოგადოების მიღწევის პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობაა.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ნებაყოფლობითი ქსელია, რომელიც აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს ახალგაზრდებს ერთმანეთთან აკავშირებს. ქსელის მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ საზოგადოების  ინფორმირება, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების მხარდაჭერა და ერთად მუშაობა უკეთესი მომავლისათვის.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდული აქტივობის კვირა

დემოკრატია აქ | დემოკრატია ახლა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,