COVID-19: როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს პანდემიის პერიოდში?
მაისი 10, 2021

COVID-19: როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს პანდემიის პერიოდში?


მთელი ევროპის მასშტაბით ქვეყნები, რეგიონები, ქალაქები და საზოგადოებები დახმარების ხელს უწვდიან მეზობლებს და მხარში უდგანან მათ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს. ეს ევროპის სოლიდარობის გამოხატულებაა. ევროკავშირის აზრით, არავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება

პანდემიის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და მისმა ევროპის გუნდმა გამოყო ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რესურსებს აერთიანებს. მისი მეშვეობით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანამ ფართომასშტაბიანი დახმარება მიიღო

დღეისათვის უკვე გამოყოფილია 3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის თანხა. ის საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიაზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაშიგადაუდებელი საჭიროებების მოგვარებას, ჯანდაცვის ეროვნული სისტემების მხარდაჭერასა და სოციალურეკონომიკურ რეაბილიტაციას ხმარდება.

ვინ და როგორ სარგებლობს ამ დახმარებით?

➔ ჯანდაცვის სექტორი

ევროკავშირი, ჯანმოსთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს უჭერს მხარს. ინიციატივის, სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის, მეშვეობით, ქვეყნებს სამედიცინო მოწყობილობა და ინდივიდუალური აღჭურვილობა გადაეცათ. ამჟამად პროექტის საშუალებით უკვე მიწოდებულია 11 მილიონ ერთეულზე მეტი ინდივიდუალური დაცვის საშუალება; 12,000 ლაბორატორიული კომპლექტი; 1,500-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი; და 20,000-ზე მეტი PCR-ტესტის ნაკრები.

➔ ყველაზე დაუცველი ჯგუფები

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად 11 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 60,000 ევრომდე ოდენობის გრანტები აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამით გადაეცათ. ეს თანხა ისეთ გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდა, როგორიცაა ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლების ორგანიზება და დამოუკიდებელი ჟურნალისტების თუ სამეთვალყურეო ინიციატივების მხარდაჭერა.  

➔ მცირე ბიზნესი

ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და გლობალურად, რათა გვერდში დაუდგეს მცირე ბიზნესსა და თვითდასაქმებულებს. ამ უკანასკნელებს აღნიშნული თანამშრომლობის მეშვეობით გამარტივებულად შეუძლიათ სესხების ადგილობრივ ვალუტაში მიღება და გრანტებზე განაცხადების შეტანა, რათა საკუთარი ბიზნესი კრიზისის დროს და მის შემდეგაც შეუფერხებლად განავითარონ. მოცემული დახმარება ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივა ევროპის გუნდის იმ კოორდინირებული პასუხის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოების და ფინანსური ინსტიტუტების, კერძოდევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რესურსებს აერთიანებს.

➔ ქალები

COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება გენდერული უთანასწორობაკერძოდ კი ის ტვირთი, რომელიც ქალებს საშინაო საქმეების შესრულების და ბავშვების, ავადმყოფების თუ მოხუცთა მოვლის სახით აწევთ. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში უზრუნველყოფს ქალებს დახმარებით და შესაძლებლობებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და დაეხმარონ თავიანთ თემებს სირთულეების დაძლევაში. მხარდაჭერა მოიცავს გრანტებს და სესხებს ბიზნესით დასაქმებული ქალებისთვის. ის ასევე მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობას და სამართლიანი საზოგადოების შექმნას უწყობს ხელს

ადამიანები, რომელთაც ვაქცინირება სურთ

  • ევროკავშირი COVAX პლატფორმის ერთერთი უდიდესი მხარდამჭერია. COVAX უპრეცედენტო გლობალური კოლაბორაციაა, რომლის მიზანიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების და წარმოების ხელშეწყობა და მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ევროკავშირის ევროპის გუნდი COVAX პლატფორმას 2.47 მილიარდ ევროზე მეტით უჭერს მხარს. ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო ევროკავშირის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. COVAX პლატფორმის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები საქართველომისევე, როგორც აზერბაიჯანმა, მოლდოვამ, სომხეთმა და უკრაინამ — COVAX-ის სადისტრიბუციო პარტნიორის, გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით მიიღო
  • 2021 წლის თებერვლის შემდეგ ევროკავშირი და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი უდიდეს ერთობლივ ძალისხმევას სწევენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების და ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად. ეს არის ევროკავშირის და ჯანმოს მიერ ევროპის რეგიონში განხორციელებული უდიდესი ერთობლივი ქმედება. ვაქცინაციისთვის ქვეყნების მოსამზადებელი ამ ინიციატივის მთლიანმა ბიუჯეტმა სამი წლის განმავლობაში 40 მილიონი ევრო შეადგინა. პროგრამის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად ჩატარდა ტრენინგები, გაიცა რეკომენდაციები და ამოქმედდა ლოგისტიკური მხარდაჭერა. ამავე დახმარების ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინები COVAX-ისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ვაქცინების გაზიარების მექანიზმის საშუალებით მიეწოდათ
  • ევროკავშირში ავტორიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერაა შემოწმებული და ისინი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან. ჯანმო ევროკავშირთან და მთელ მსოფლიოში მომუშავე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა ავტორიზებულმა ვაქცინებმა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილოს. თუ გსურთ გაიგოთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინები არის ამჟამად გამოკვლევის და შეფასების პროცესში და რომლებს უკვე აქვთ ევროკავშირში გამოყენებისთვის საჭირო ავტორიზაცია, ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ ეწვიოთ. ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ დამატებით ინფორმაციას კი ჯანმოს საიტზე იხილავთ

➔ ადამიანები, რომელთაც დეზინფორმაციის თავიდან აცილება სურთ

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის კრიზისი მცდარი ინფორმაციის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. ყალბი ინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები იკვებება ადამიანების შიშებით და აძლიერებს ვაქცინის მიმართ არსებულ უნდობლობას. ამ მიზნით ხშირად ვრცელდება დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვაქცინის გვერდითი მოვლენების და მასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების შესახებ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გავრცელებული ერთერთი ყველზე პოპულარული დეზინფორმაცია ისაა, რომ დასავლეთში შექმნილი ვაქცინები სახიფათოა. კამპანია EUvsDisinfo ევროკავშირში დეზინფორმაციის საწინააღმდეგო წამყვანი ინიციატივაა. ის გამუდმებით ადევნებს თვალს და აანალიზებს ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მის ზეგავლენას საზოგადო აზრზე. კამპანიის ყოველკვირეულად განახლებად მონაცემთა ბაზაში თქვენ გაეცნობით COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის ფორმებს და მათ გაბათილებას, ხოლო ამ საკითხზე დეტალური ანალიზის წაკითხვა აქ შეგიძლიათ. EUvsDisinfo- ასევე შეიმუშავა ექვსპუნქტიანი სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ესაუბროთ ადამიანს, რომელსაც ვაქცინის საწინააღმდეგო კონსპირაციული თეორიების სჯერა.

➔ ყველა, ვინც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ცხოვრობს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერთათვისსაქართველოსთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის გაწეული ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება მიზნად ისახავს ამ ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ბიზნესგარემოს მხარდაჭერას და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. ამ ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება საქართველოსთვის  — 150 მილიონ ევროს, მოლდოვისთვის — 100 მილიონ ევროს, ხოლო უკრაინისთვის 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,