ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელში გასაწევრიანებლად 200-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა
დეკემბერი 21, 2021

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელში გასაწევრიანებლად 200-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა


აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის, „EU NEIGHBOURS east“, ფარგლებში მოქმედ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს 2021 წელს 227 ახალი წევრი შეუერთდა. ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 646 ახალგაზრდა კანდიდატიდან შეარჩიეს. შედეგად, ქსელი დღეს აქტიურად მოღვაწე 726 ახალგაზრდა ევროპელ ელჩს აერთიანებს. 

კანდიდატთა განაცხადების შეფასების შემდეგ აზერბაიჯანისთვის 41 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შეირჩა, ბელარუსისთვის — 5, მოლდოვისთვის — 28, საქართველოსთვის — 36, სომხეთისთვის — 42, უკრაინისთვის — 45, ხოლო ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსთვის — 30.

ამჟამად ახალი წევრები თავიანთი სამომავლო საქმიანობისთვის მოსამზადებლად ახალგაზრდა ევროპელი ელჩების აკადემიაში გადიან სწავლებას. აკადემიის ყველა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო სპეციალურ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში“, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები და 15 დეკემბერს ჩატარებული სამიტი განიხილეს.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისთვის.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის სტატუსის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები წელიწადში ერთხელ — როგორც წესი, შემოდგომაზე — მიიღება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია და განაცხადის ფორმა გამოქვეყნდება აქ, ხოლო მთლიანი პროცესი პროგრამის, „EU NEIGHBOURS east“, საკომუნიკაციო არხებით გაშუქდება. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და მასში დღემდე ათასზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.


თემაზე

თბილისში მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2021 წლის სპეციალური პრიზის მფლობელის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა
იანვარი 31, 2023

თბილისში მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2021 წლის სპეციალური პრიზის მფლობელის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
იანვარი 31, 2023

EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

ჯანმოს და ევროკავშირის ახალი პლატფორმა: გაეცანით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინფორმაციას ქართულ ენაზე
იანვარი 30, 2023

ჯანმოს და ევროკავშირის ახალი პლატფორმა: გაეცანით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინფორმაციას ქართულ ენაზე

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა
იანვარი 27, 2023

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა

ახალი ონლაინ თამაში, EUcraft გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ევროკავშირის საბჭო
იანვარი 25, 2023

ახალი ონლაინ თამაში, EUcraft გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ევროკავშირის საბჭო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,