უფლებამოსილი ახალგაზრდობა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია: ახალგაზრდობის ფორუმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საკვანძო საკითხები განიხილა
ნოემბერი 29, 2021

უფლებამოსილი ახალგაზრდობა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია: ახალგაზრდობის ფორუმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საკვანძო საკითხები განიხილა


2021 წლის 23-24 ნოემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის მე-5 ფორუმმა 150-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა. მონაწილეთა შორის იყვნენ ახალგაზრდობის და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავეები და აქტიური და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

ფორუმი სახელწოდებით, „ახალგაზრდობის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში“, ორგანიზებული იყო ევროკავშირის საბჭოს სლოვენიის თავმჯდომარეობის მიერ ევროკომისიასთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან თანამშრომლობით.

„უფლებამოსილი ახალგაზრდობა ძლიერი დემოკრატიის, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის, ადამიანის უფლებების დაცვის და მდგრადობის საფუძველია“, — აღნიშნა ფორუმის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანჟე ლოგარმა. 

მიმდინარე წლის ახალგაზრდობის ფორუმის მთავარი თემის ცენტრალური საკითხი იყო ინკლუზიური გარემოს და ადეკვატური პირობების შექმნა დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის წასახალისებლად.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ახალგაზრდული პოლიტიკის მომავალი და შეიმუშავეს მისი კომპლექსური და ინკლუზიური განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციები. ეს მიღწევები გათვალისწინებული იქნება იმ დისკუსიების დროს, რომლებიც 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გაიმართება.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფორუმის სემინარებში, რომლებზეც შემუშავდა რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ახალგაზრდული პოლიტიკის გასავითარებლად და შესაბამის პროცესებში ახალგაზრდობის აქტიურად ჩასართავად. 

„ვთვლი, რომ ახალგაზრდობის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ საზოგადოების ფორმირება მოხდეს უშუალოდ მათ მიერ და მათთვის, ვინც მასში ცხოვრობს. ინკლუზიური მომავალი ვერ იარსებებს იმის გაუაზრებლად, რომ  გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ახალგაზრდობის რეალური მონაწილეობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, — განაცხადა ფორუმში მონაწილე 27 ახალგაზრდა ევროპელი ელჩიდან ერთ-ერთმა, მარია პია ნაპოლეტანომ.

ახალგაზრდობის ფორუმის მსვლელობის ხილვა ფორუმის სპეციალურ ვებსაიტზე შეგიძლიათ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფორუმის ვებსაიტი 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,