ევროკავშირის განცხადებით, ის დაეხმარება უზრუნველყოფილი იქნას COVID-19-ის ვაქცინის მიღება ყველას მიერ, ვისაც ის სჭირდება

ევროკავშირის განცხადებით, ის დაეხმარება უზრუნველყოფილი იქნას COVID-19-ის ვაქცინის მიღება ყველას მიერ, ვისაც ის სჭირდება

იანვარი 15, 2021

უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა ევროკავშირის კორონავირუსზე რეაგირების საფუძველია, და ევროკავშირი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ვაქცინის მიღება ყველას მიერ, ვისაც ის სჭირდება

გლობალური პანდემია გლობალურ გადაწყვეტას მოითხოვს, აღნიშნულია
11 იანვარს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც აშუქებს, თუ როგორ გახდა ევროკავშირი ლიდერი ვაქცინის შექმნაში და როგორ უზრუნველყოფს ის სამართლიან წვდომას ვაქცინაზე საკუთარი მოქალაქეებისა და პარტნიორებისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა დღემდე უკვე ორი ვაქცინა დაამტკიცა COVID-19-თან საბრძოლველად. კომპანიების BioNTech და Pfizer მიერ შემუშავებული პირველი ვაქცინა დამტკიცდა 2020 წლის ბოლოს, ხოლო კომპანიის Moderna მიერ შექმნილი მეორე ვაქცინა – 2021 წლის დასაწყიში. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაიწყო კორონავირუსზე გლობალური პასუხი რესურსების მობილიზაციის და ქვეყნების და ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციების ძალების გასაერთიანებლად დიაგნოსტიკის, მედიკამენტების და ვაქცინების შემუშავების და გამოყენების დასაჩქარებლად ყველგან, სადაც ისინი საჭროა.

„ევროკავშირს აღებული აქვს ვალდებულება დაეხმაროს იმის უზრუნველყოფას, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ის  სჭირდება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სწორედ ამიტომ ჩვენ ხელს ვუწყობთ COVAX მექანიზმს. ეს გლობალური ინიციატივა აერთიანებს მთავრობებს და მწარმებლებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ COVID-19 ვაქცინებმა მიაღწიოს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებამდე: ვინც არ უნდა იყვნენ და სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი“, ნათქვამია სტატიაში.

ევროკავშირს ძირითადი წვლილი შეაქვს იმის უზრუნველყოფაში, რომ ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში 2021 წლის ბოლომდე, ასევე პარტნიორებისთვის ევროპულ სამეზობლოში და დასავლეთ ბალკანეთში.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი

 


თემაზე

snimok ekrana 2021 11 26 v 11.58.06
ნოემბერი 29, 2021

CyberEast და TOPCOP აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამართალდამცავ უწყებებს დარქვებში დამნაშავეობასთან ბრძოლაში ეხმარებიან

snimok ekrana 2021 11 26 v 10.30.50
ნოემბერი 29, 2021

უფლებამოსილი ახალგაზრდობა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია: ახალგაზრდობის ფორუმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საკვანძო საკითხები განიხილა

snimok ekrana 2021 11 25 v 13.20.31
ნოემბერი 26, 2021

პროგრამის, Erasmus+ 2022 წლის ბიუჯეტი 3.9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა

snimok ekrana 2021 11 24 v 13.25.15
ნოემბერი 25, 2021

ევროკავშირის მხარდაჭერით, რუსთავში 3 საბავშვო ბაღის შენობა ენერგოეფექტიანი გახდა

snimok ekrana 2021 11 22 v 13.36.55
ნოემბერი 23, 2021

სამოქალაქო საზოგადოება ქვემო ქართლის რეგიონში ვაქცინაციის პროცესს უწყობს ხელს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,