ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გეგმას აქვეყნებს

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გეგმას აქვეყნებს

მარტი 9, 2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, 8 მარტს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის დახმარებითაც ევროპა 2030 წლამდე მნიშვნელოვნად ადრე შეძლებს, აღარ იყოს რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული. ეს პროცესი რუსულ გაზზე უარის თქმით დაიწყება. 

გეგმაში ასევე ასახულია ის ზომები, რომლებიც ევროპაში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის და მომავალი ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსების საკითხებს მოაგვარებს. გეგმის, REPowerEU მიზანი იქნება გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია, განახლებადი წყაროებიდან მიღებული გაზის მოხმარებაზე გადასვლის ასწრაფება და გათბობის და ელექტროენერგიის წარმოების სისტემებში გაზის ჩანაცვლება. ამ ნაბიჯებმა მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსულ გაზზე ევროკავშირის მოთხოვნა ორი მესამედით შეიძლება შეამციროს. 

„ჩვენ უნდა გავხდეთ რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებლები“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, — „ჩვენ ვერ ვენდობით მომწოდებელს, რომელიც აშკარა საფრთხეს გვიქმნის. დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ შევამსუბუქოთ ენერგეტიკაზე მზარდი ფასების ეფექტები, მომავალი ზამთრისთვის შევძლოთ ჩვენი გაზის მარაგების დივერსიფიკაცია და დავაჩქაროთ სუფთა ენერგიაზე გადასვლა. რაც უფრო სწრაფად გადავალთ განახლებად ენერგიასა და წყალბადზე და, იმავდროულად, გავზრდით ენერგოეფექტიანობას, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ რეალურ დამოუკიდებლობას და ხელში ავიღებთ ჩვენი ენერგოსისტემის მართვის სადავეებს“.

„პუტინის ომი უკრაინაში ცხადყოფს, რომ გადაუდებლად უნდა დაჩქარდეს სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესი“, — დაურთო ევროპული მწვანე შეთანხმების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა.

REPowerEU — ევროპის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების 2030 წლამდე აღმოფხვრის გეგმა 

ევროკავშირს შეუძლია, რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან 2030 წლამდე ეტაპობრივად გათავისუფლდეს. ამისათვის, ევროკომისიის წინადადებით, საჭიროა REPowerEU გეგმის განხორციელება, რაც ევროპაში ენერგოსისტემის მდგრადობას გაზრდის. გეგმა ამ ორი მიმართულებით განხორციელდება: 

  • გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია არა რუსული მიმწოდებლებისგან თხევადი ბუნებრივი აირის და მილსადენის გაზის იმპორტის გაზრდით. ასევე, ბიომეთანის და განახლებადი წყალბადის წარმოების და იმპორტის მოცულობის გაზრდა; 
  • საცხოვრებელ სახლებში, შენობებში, მრეწველობასა და ენერგოსისტემაში წიაღისეული საწვავის გამოყენების სწრაფი შემცირება. ეს მიიღწევა ენერგოეფექტიანობის სტიმულირებით, განახლებადი ენერგიის მზარდი გამოყენებით, ელექტრიფიკაციით და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით.

REPowerEU გეგმაში ასახული ამ ზომების დახმარებით, ევროკავშირი  წიაღისეული გაზის მოხმარებას მინიმუმ 155 მილიარდი კუბური მეტრით ეტაპობრივად შეამცირებს. ეს რუსეთიდან 2021 წელს იმპორტირებული გაზის მოცულობის ეკვივალენტურია. დასახული მიზანი ერთი წლის განმავლობაში თითქმის ორი მესამედით შეიძლება შესრულდეს. ამ გზით ევროკავშირი  აღარ იქნება გაზის ერთ მომწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებული.

ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ მოხმარებული გაზის 90% იმპორტირებულია. ამ იმპორტის დაახლოებით 45% რუსეთზე მოდის (ეს მაჩვენებელი სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსთვის განსხვავებულია). გარდა ამისა, ევროპაში იმპორტირებული ნავთობის 25% და ქვანახშირის 45% ასევე რუსეთზე მოდის. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

კითხვები და პასუხები

ინფოგრაფიკა — REPowerEU



თემაზე

შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა
მაისი 20, 2022

შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა

საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება
მაისი 20, 2022

საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
მაისი 20, 2022

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება
მაისი 18, 2022

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან
მაისი 16, 2022

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,