ევროკავშირი და პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის  COVID-19-ის ვაქცინების მიწოდების პროცესს ააჩქარებენ
დეკემბერი 14, 2021

ევროკავშირი და პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19-ის ვაქცინების მიწოდების პროცესს ააჩქარებენ


ევროკომისიამ და პოლონეთის განვითარების ბანკმა 13 დეკემბერს 35 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ ნოვატორული შეთანხმებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებაში შეეწყობათ ხელი. 

პოლონეთი დაეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სათანადოდ და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით გადაანაწილონ ვაქცინების ხელთარსებული დოზები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებზე. ის, ასევე, ზედამხედველობას გაუწევს ნებისმიერ აუცილებელ შეთანხმებას ვაქცინების მწარმოებლებთან. 

გადაყიდვის შემთხვევაში, პოლონეთის განვითარების ბანკი წევრ სახელმწიფოებს ვაქცინების საფასურს ევროკავშირის მხარდაჭერით და არაკომერციული გარიგების პრინციპით აუნაზღაურებს. პროგრამა 2023 წლის ივნისამდე ან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ამოწურვამდე გაგრძელდება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოსახლეობის საშუალო რაოდენობა ექვს პარტნიორ ქვეყანაში მხოლოდ 28.7% იყო, ხოლო ჯანდაცვის მუშაკების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70.3%-ს აღწევდა. ახალი მექანიზმი დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს, დაუახლოონ ეს მაჩვენებლები ჯანმოს გლობალური ვაქცინაციის სტრატეგიის სამიზნეს: 40%-ს თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის 2021 წლის ბოლოს და 70%-ს — 2022 წლის შუა პერიოდისთვის.

ამ მექანიზმის ფარგლებში ვაქცინების პირველი პარტია პორტუგალიიდან სომხეთს უახლოეს კვირებში მიეწოდება. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა ევროკავშირის წევრმა რამდენიმე სახელმწიფომ.

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება პარტნიორ ქვეყნებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას დაეხმარება: „ეს არის ევროკავშირის სოლიდარობის პრაქტიკული გამოხატულება, რომელიც დაეხმარება პანდემიის შემდგომ აღდგენას რეგიონში. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ის ხელს შეუწყობს ზოგადად ჯანდაცვის სტაბილურობას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრიორიტეტია“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,