ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ტრენინგი შემფუთველთა კლასტერის კომპანიებისთვის
ივლისი 15, 2021

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ტრენინგი შემფუთველთა კლასტერის კომპანიებისთვის


ევროკავშირი იწვევს შემფუთველ კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ ბიზნესს მონაწილეობის მისაღებად ტრენინგის პროგრამაში „ბიზნეს მოდელის შემუშავება“, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში.

პროექტს ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შემფუთველთა კლასტერთან – საქართველოს შესაფუთი მასალის მწარმოებელთა ასოციაციასთან (PMAG) ერთად.

ჯგუფური ტრენინგის და ინდივიდუალური სესიების კომბინირებით, პროგრამა უზრუნველყოფს კომპანიებს თეორიული ცოდნით და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რეკომენდაციებით. 

ჯგუფური ტრენინგი ორგანიზებულია ზოგადად ბიზნესის მოდელზე, Canvas ბიზნეს-მოდელის მეთოდოლოგიაზე და საქმიანი წინადადებების ანალიზზე. ინდივიდუალურ სესიებზე ყურადღება ძირითადად გამახვილდება ბიზნეს მოდელების შექმნაზე კონკრეტული ბიზნესისთვის, არსებული ბიზნესის მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზზე და კომპანიის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე ან ტრანსფორმაციაზე.

ტრენინგები ჩატარდება ივლისის ბოლოს თბილისში და ქუთაისში. რეგისტრაციის საბოლოო თარიღია 18 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,