ევროკავშირის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნა
ივნისი 18, 2021

ევროკავშირის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნა


10 ივნისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნად, კახეთში ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გაიხსნა. ორივე ინფრასტრუქტურა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის დაარსება კახეთის რეგიონში, როგორც ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელი“, ფარგლებში ააშენა და მოაწყო. ინიციატივის სისრულეში მოყვანა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. 

ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროში მდებარე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს მოიცავს. თუმცა, დაცული ტერიტორიისგან განსხვავებით, მასზე ნაკლები შეზღუდვები ვრცელდება, რაც გარემოს დაცვის პარალელურად, ეკონომიკური აქტივობების მეტ შესაძლებლობებს იძლევა. ტერიტორიის ახალი სტატუსი ადგილობრივ მოსახლეობას გარემოს დაცვა-შენარჩუნების პროცესსა და  მდგრად ბიზნესში ჩართვის საშუალებას მისცემს. 

„ეს ხელს შეუწყობს ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სარგებელს მოუტანს“,  — განაცხადა დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,