EBRD-ის ლიტერატურული პრემია „ვარშავის მეფეს“ გადაეცა, ქართული წიგნი კი  ფინალისტებს შორის მოხვდა
ივნისი 4, 2021

EBRD-ის ლიტერატურული პრემია „ვარშავის მეფეს“ გადაეცა, ქართული წიგნი კი  ფინალისტებს შორის მოხვდა


შჩეპან ტვარდოხის რომანი, „ვარშავის მეფე“, რომელიც პოლონურიდან შონ გასპერ ბაიმ თარგმნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2021 წლის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია.

კონკურსი იმ მცირერიცხოვან  საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებს შორისაა, რომლებიც ავტორის და მთარგმნელის ღვაწლს თანაბრად აფასებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პრემიას გადასცემს საუკეთესო რომანს, რომლის ორიგინალიც ერთერთი იმ ქვეყნის ენაზეა დაწერილი, სადაც ბანკი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს

გამარჯვებულ რომანთან ერთად პირველ სამ ფინალისტს შორის იყო ქართველი ავტორის, ნანა ექვთიმიშვილის წიგნი, „მსხლების მინდორი“, რომელიც ინგლისურიდან ელიზაბეტ ჰეივეიმ (Peirene Press) თარგმნა. მესამე ფინალისტი კი გახლდათ რუმინელი მწერლის, მატეი ვიშნეკის წიგნი,  „მისტერ . თავისუფალია“. ამ ავტორებს და მთარგმნელებს ცალკეული წიგნისთვის 8,000 ევროს ოდენობის პრემია გადაეცემათ. მთავარ პრიზს კი — 20,000 ევროსვარშავის მეფისავტორი და მთარგმნელი გაინაწილებენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,