საქართველოში ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა
ივნისი 4, 2021

საქართველოში ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა


ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, 1 ივნისს გახდა ხელმისაწვდომი. ის ახალგაზრდობას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დააკავშირებს.

ახალგაზრდობის პლატფორმა“, youthplatorm.gov.ge, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე ონლაინ სივრცეა. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მარტივად მოიძიონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ღონისძიებების, ტრენინგების, ვორქშოფების ან საგრანტო პროგრამების შესახებ.

პლატფორმა სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მომხმარებელთან ურთიერთობის და მისი გამოცდილების გათვალისწინებით, მუდმივად განახლდება.

Youthplatform.gov.ge მასშტაბური პროექტია, რომელიც პროგრამის, „უნარები დასაქმებისათვის“, ფარგლებში  შემუშავდა. პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ ევროკავშირი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, რომელთა შორისაც არიანგადავარჩინოთ ბავშვები“, ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,