ევროკავშირი ქართულ კომპანიას ანტიბიოტიკის შემცვლელი ვეტერინარული პრეპარატის წარმოებაში ეხმარება
ივნისი 4, 2021

ევროკავშირი ქართულ კომპანიას ანტიბიოტიკის შემცვლელი ვეტერინარული პრეპარატის წარმოებაში ეხმარება


ევროკავშირმა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ბაქტერიოფაგების მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელ ქართულ კომპანიას, „ბიოქიმფარმს“ 150,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყვეს. დაფინანსება ბაქტერიოფაგული პრეპარატის, ფაუერფაგის (PowerPhage) წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ფაუერფაგი ბუნებრივი ანტიმიკრობული ვეტერინარული პრეპარატია, რომელიც მეფრინველეობის სფეროში ხორცის წარმოებისას ანტიბიოტიკების გამოყენებას ამცირებს.

ევროკავშირის და FAO-ს მიერ გაცემული გრანტი კომპანიას დაეხმარება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და  ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის შეტანით უკეთ გამოიყენოს თავისი უდიდესი საექსპორტო პოტენციალი. გრანტი კომპანიის 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ნაწილია და იგი  ფაუერფაგის წარმოების 300%-ით გაზრდას ისახავს მიზნად.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით უჭერს მხარს. ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. პროგრამის  მიზანი სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირებაა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,