ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს მედიაციის გზამკვლევის შექმნაში დაეხმარნენ
მაისი 21, 2021

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს მედიაციის გზამკვლევის შექმნაში დაეხმარნენ


ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოშიმედიაციის გზამკვლევიშეიქმნა. ის დაპირისპირებულ მხარეებს დაეხმარება, კონფლიქტი მედიაციის გზით, საქმის სასამართლოში გადაცემის გარეშე მოაგვარონ

გზამკვლევში ახსნილია, თუ როგორ მოქმედებს მედიაცია. ის შეიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს სასამართლოს მედიაციის ცენტრების, მოსამართლეების, მედიატორების, მედიაციის მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისთვის. დოკუმენტი ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

გზამკვლევი თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრმა საკუთარი მედიაციის პრაქტიკის საფუძველზე მოამზადა. დოკუმენტი, ამასთან, საქართველოს მედიაციის შესახებ კანონსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსსაც შეესაბამება.

გზამკვლევის შექმნისთვის გაწეული მხარდაჭერა ევროკავშირის იმ ძალისხმევის ნაწილიარომელიც მიზნად საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას ისახავს 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,