ეუთოს თავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მოინახულა
თებერვალი 19, 2021

ეუთოს თავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მოინახულა


16 თებერვალს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ნაწილები მოინახულა. ის ხურვალეთის ტერიტორიას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია.

ენ ლინდეს ვიზიტისას მეგზურობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი უწევდა. ელჩმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. 

თავდაპირველად სოფელ პატარა ხურვალეთში, შემდეგ კი დიდ ხურვალეთში ყოფნისას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ენ ლინდეს და მის დელეგაციას რეგიონში არსებული უშიშროებასთან დაკავშირებული მდგომარეობა აღუწერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “ბორდერიზაციის” პროცესს და აღინიშნა, რომ ის ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს  ზღუდავს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო კონკრეტულ გამოწვევებ, რომლებსაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. ეს პრობლემები COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა. 

ენ ლინდეს ვიზიტისას თან ახლდა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ანიკა სოდერი. ორივე მათგანი მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ეუთოს შორის თანამშრომლობას. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საკუთარ ერთობლივ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრის გამართვას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,