Frontex-მა საქართველოსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა
თებერვალი 19, 2021

Frontex-მა საქართველოსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა


ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ, Frontex-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ვირტუალურად გამართულ ცერემონიაზე დოკუმენტს ხელი Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოაწერეს.

განახლებულ სამუშაო შეთანხმებაში გათვალისწინებულია Frontex-ის უფრო ფართო მანდატი, რაც საზღვრის მართვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე უკეთ და ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. განახლებული შეთანხმების ფარგლებში Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ არალეგალურ მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას და საზღვრის მართვის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

“Frontex-სა და საქართველოს შორის პირველ სამუშაო შეთანხმებას ათ წელზე მეტი ხნის წინ, 2008 წელს მოეწერა ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი განახლებით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტ პროგრესს მივაღწიოთ საზღვრების დაცვის და საერთო პრობლემების კოორდინირებულად მოგვარების საქმეში”, — განაცხადა ფაბრის ლეგერიმ.

ასობით ქართველმა ექსპერტმა Frontex-ის მიერ ორგანიზებულ  ტრენინგებსა და ისეთ ინიციატივებში მიიღო მონაწილეობა, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) პოტენციალის განვითარების პროექტია. გარდა ამისა, ქართველი ექსპერტები Frontex-ის ოპერაციებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,