“მიეცი გასაქანი შენს მაგიას!” — ევროპის სოლიდარობის კორპუსი სიმღერის ახალ კონკურსს აცხადებს
იანვარი 29, 2021

“მიეცი გასაქანი შენს მაგიას!” — ევროპის სოლიდარობის კორპუსი სიმღერის ახალ კონკურსს აცხადებს


25 იანვარს ევროპის სოლიდარობის კორპუსმა სიმღერის კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო სიმღერებში ასახული უნდა იყოს ევროპის სოლიდარობის კორპუსის  (ESC) იდეები, ღირებულებები და ჭეშმარიტი სული. კონკურსის მიზანია ახალგაზრდების დაახლოება, რათა მათ საერთო ძალისხმევით შეძლონ მეტად მიმღები საზოგადოების ჩამოყალიბება,  დაუცველი ადამიანების დახმარება და საზოგადოებრივ გამოწვევებთან გამკვლავება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 31 წლამდე ასაკის ყველა იმ შემოქმედებით ადამიანს, ვისაც შთაგონებას აღუძრავს ევროპის სოლიდარობის კორპუსის იდეალები. მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალზე და ან წარსულში, ან ამჟამად ჩართულები უნდა იყვნენ ევროპის სოლიდარობის კორპუსის საქმიანობაში.

კონკურსანტებს შეუძლიათ თავიანთი სიმღერა ან უშუალოდ ევროპის სოლიდარობის კორპუსის აპლიკაციაში ჩაწერონ, ან ატვირთონ ის საკუთარი მობილური ტელეფონის ბიბლიოთეკიდან. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2021 წლის 10 აპრილამდე.

კონკურსის ათამდე ფინალისტი ევროპის სოლიდარობის კორპუსის სუვენირების ნაკრებს და 100 ევროს ღირებულების ვაუჩერს მიიღებს. გარდა ამისა, აპლიკაციის საშუალებით საჯარო ხმის მიცემის შედეგად შეირჩევა ერთი გამარჯვებული სიმღერა. გამარჯვებული სიმღერის ავტორი მიიღებს Interrail-ის სარკინიგზო ბილეთს ერთი თვის განმავლობაში ევროპის შვიდამდე მიმართულებით სამოგზაუროდ, ან იმავე ღირებულების ვაუჩერს.
ევროპის სოლიდარობის კორპუსი ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც 18-30 წლის  ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, მოხალისეობის ან მუშაობის გზით ჩაერთონ ისეთ პროექტებში, რომლებსაც მთელი ევროპის მასშტაბით მოაქვს სარგებლობა საზოგადოებისა და ადამიანებისთვის. ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეთა საქმიანობაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ისე 18-30 წლის ინდივიდებს, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

წესები და პირობები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,