EU4Dialogue დასავლეთ საქართველოში დევნილებისთვის სასმელი წყლის  შეუფერხებლად მიწოდებას ეხმარება
მარტი 27, 2024

EU4Dialogue დასავლეთ საქართველოში დევნილებისთვის სასმელი წყლის  შეუფერხებლად მიწოდებას ეხმარება


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით დასავლეთ საქართველოში, თორსას დევნილთა დასახლებაში 42 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა.

ინიციატივა EU4Dialogue პროექტის ფარგლებში და „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან“ (RCDA) თანამშრომლობით განხორციელდა.

სოფელში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შეკეთება მოიცავდა წყლის სათავე ნაგებობებისა და ტუმბოების აღდგენას, წყლის ავზებისა და ფილტრების დაყენებას და წყლის ხარისხის შემოწმებას. შედეგად, წყლის დანაკარგი საათში 27 ტონით შემცირდა.

ამასთან, შეიქმნა სოფლის წყლის კომიტეტი, ადგილობრივმა მოსახლეობამ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი წყლის უსაფრთხოებისა და წყალმომარაგების სისტემების ეფექტიანად მოვლა-პატრონობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,