ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა
მარტი 26, 2024

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა


ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ იმ ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარებით, რომლებმაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემაზე გამოთქვეს მოსაზრებები. ამის შესახებ ევროკავშირის 22 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ. 

ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის კომპლექსური რეფორმა — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის ჩათვლით — საქართველოზე ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების ანგარიშის დასკვნებთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთანაა თანხვედრაში. ის, ამასთან, წარმოადგენს ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას „საფუძვლების“ სფეროში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

რეფორმა გაფართოების საკითხზე ევროკავშირის ბოლო მოხსენებაში საქართველოსთვის გაწერილი ცხრა ნაბიჯის ნაწილიცაა. ეს მოხსენება, რომლითაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაეწია, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერაა დამტკიცებული.

„სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა ყველა იმ კანდიდატისა და პირისთვის, რომელიც  მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან თანამდებობებზეა დანიშნული. კერძოდ, შემოწმების სისტემა უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეებს“, — ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „აგრძელებს აქტიურ  დიალოგს ხელისუფლებასთან და მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,