უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლის გასვლასთან დაკავშირებით თბილისში ღონისძიება მოეწყობა
თებერვალი 23, 2024

უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლის გასვლასთან დაკავშირებით თბილისში ღონისძიება მოეწყობა


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ღონისძიებაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის გასვლას უკავშირდება. 

ღონისძიება 24 თებერვალს თბილისის მწერალთა სახლში გაიმართება. 

პროგრამა შუადღის 12 საათზე დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება. ის მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა პროექტის, „კულტურა ომის წინააღმდეგ“, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ინგლისური სუბტიტრებით ჩვენება, ფილმის, „მარიუპოლის 20 დღე “, სუბტიტრებით ჩვენება, შენიღბვის ბადეების ქსოვა და სხვა. სრული პროგრამა ღონისძიების ფეისბუქის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ღონისძიებაზე დასწრება უფასო და ყველასთვის თავისუფალია. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,