Perform Europe საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებისთვის კონკურსს აცხადებს 
თებერვალი 1, 2024

Perform Europe საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებისთვის კონკურსს აცხადებს 


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა საგრანტო პროგრამამ, Perform Europe, გამოაცხადა ღია კონკურსი, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს 2.1 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს „შემოქმედებითი ევროპის“ 40 წევრი ქვეყნიდან, რომელთა შორის საქართველოც არის. განაცხადის წარდგენა „შემოქმედებითი ევროპის“ სამი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სულ მცირე სამი პარტნიორისგან შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებშია შესაძლებელი.

კონკურსი ღიაა საშემსრულებლო ხელოვნების ყველა ჟანრში მოქმედი პროექტებისთვის (ცოცხალი მუსიკის წარმოდგენების გარდა). 

გრანტები სამ კატეგორიაში გაიცემა, რომელთა დაფინანსებაც 12,000 ევროს, 32,000 ევროსა და 60,000 ევროს შეადგენს. მთლიანი დაფინანსების ხუთი პროცენტი უკრაინის მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს დაეთმობა.

კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარადგინონ რეალური ცვლილებების მოტანის პოტენციალის მქონე ინოვაციური იდეები, რომლებიც Perform Europe-ის პრიორიტეტებზე კონცენტრირდება. ეს პრიორიტეტებია ინკლუზია და მრავალფეროვნება და/ან ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ

პოტენციური პარტნიორების საპოვნელად და განაცხადის წარსადგენად უნდა დარეგისტრირდეთ Perform Europe-ის ვებსაიტზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მარტი

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსის დეტალები

„შემოქმედებითი ევროპის“ ქვეყნები

დახურვის თარიღი:

მარტი 31, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,