ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა საგრანტო პროგრამამ, Perform Europe, გამოაცხადა ღია კონკურსი, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს 2.1 მილიონი ევროთი დააფინანსებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს „შემოქმედებითი ევროპის“ 40 წევრი ქვეყნიდან, რომელთა შორის საქართველოც არის. განაცხადის წარდგენა „შემოქმედებითი ევროპის“ სამი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სულ მცირე სამი პარტნიორისგან შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებშია შესაძლებელი.
კონკურსი ღიაა საშემსრულებლო ხელოვნების ყველა ჟანრში მოქმედი პროექტებისთვის (ცოცხალი მუსიკის წარმოდგენების გარდა).
გრანტები სამ კატეგორიაში გაიცემა, რომელთა დაფინანსებაც 12,000 ევროს, 32,000 ევროსა და 60,000 ევროს შეადგენს. მთლიანი დაფინანსების ხუთი პროცენტი უკრაინის მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს დაეთმობა.
კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარადგინონ რეალური ცვლილებების მოტანის პოტენციალის მქონე ინოვაციური იდეები, რომლებიც Perform Europe-ის პრიორიტეტებზე კონცენტრირდება. ეს პრიორიტეტებია ინკლუზია და მრავალფეროვნება და/ან ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ.
პოტენციური პარტნიორების საპოვნელად და განაცხადის წარსადგენად უნდა დარეგისტრირდეთ Perform Europe-ის ვებსაიტზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,