ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და ონლაინპლატფორმა საქართველოში: ბოლნისში ევროკავშირის ინიციატივა დასრულდა
იანვარი 30, 2024

ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და ონლაინპლატფორმა საქართველოში: ბოლნისში ევროკავშირის ინიციატივა დასრულდა


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“, ბოლნისში გამართული ფორუმით დასრულდა.

პროექტის მიერ ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს შორისაა ბოლნისის აგროცენტრში დანერგილი ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც მარცვლეულის, რძისა და ღვინოს მსგავსი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების სტანდარტს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, პროექტის მხარდაჭერით ამოქმედდა ონლაინპლატფორმა www.bolnisiagrocenter.ge, რომელიც ადგილობრივი ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბოლნისელ მწარმოებლებს პლატფორმაზე საკუთარი ნაწარმის განთავსება და გაყიდვა შეუძლიათ. 

პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა „მდგრადი და მწვანე ქალაქის“ სტრატეგია. ამ ინიციატივის ფარგლებში დამონტაჟდა ენერგოეფექტიანი სკამები და მოეწყო ავტობუსის თანამედროვე გაჩერებები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა, ტურისტული სივრცეები და ქალაქის ვიზუალური მხარე.

ბოლნისის მოდელის პროექტის ბიუჯეტმა 250,000 ევრო შეადგინა. აღნიშნულ თანხაში შედის ევროკავშირის 200,000 ევროს ოდენობის გრანტი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გაღებული 50,000 ევრო.

ევროკავშირის დაფინანსება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი პროგრამის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ინიციატივის ფარგლებში გაიცა. ინიციატივის მიზანია მუნიციპალიტეტების გაძლიერება, რათა მათ ეფექტიანი ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება შეძლონ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,