გამოცხადდა სამი სრულგანაკვეთიანი ვაკანსია ბელგრადში მდებარე სატრანსპორტო თანამეგობრობის სამდივნოში
იანვარი 26, 2024

გამოცხადდა სამი სრულგანაკვეთიანი ვაკანსია ბელგრადში მდებარე სატრანსპორტო თანამეგობრობის სამდივნოში


მობილობისა და ტრანსპორტის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია, სატრანსპორტო თანამეგობრობა სამ სრულგანაკვეთიან ვაკანსიას აცხადებს. განაცხადების შეტანა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ.

სატრანსპორტო თანამეგობრობა 36 წევრისგან შედგება. ეს წევრები არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომელთაც ევროკომისია წარმოადგენს, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი რეგიონული პარტნიორი და დამკვირვებლის სტატუსის მქონე სამი წევრი — საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა, რომელთაც მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი 2022 წელს მიენიჭათ.

ამჟამად სატრანსპორტო თანამეგობრობის სამდივნო აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: წყლის ტრანსპორტის (საზღვაო, შიდა წყლის გზები) და ეკო-მობილობის სპეციალისტი (შეიტანეთ განაცხადი აქ),  სარკინიგზო და მულტიმოდალური სფეროს სპეციალისტი (შეიტანეთ განაცხადი აქ) და გზებისა და გზის უსაფრთხოების სპეციალისტი (შეიტანეთ განაცხადი აქ).  

კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა იყოთ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ერთ-ერთი ქვეყნის (საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის ან უკრაინის) მოქალაქე და სარგებლობდეთ მოქალაქის ყოველგვარი უფლებით.

გარდა ამისა, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ოთხწლიანი საუნივერსიტეტო განათლება დამოწმებული დიპლომით და სატრანსპორტო სექტორში დიპლომისშემდგომი საქმიანობის მინიმუმ რვაწლიანი  გამოცდილება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 23 თებერვალი.

სატრანსპორტო თანამეგობრობის სამუშაო ენაა ინგლისური. სატრანსპორტო თანამეგობრობის სამდივნო მდებარეობს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.

დამატებითი ინფორმაცია

წყლის ტრანსპორტის და ეკო-მობილობის სპეციალისტის ვაკანსია 

სარკინიგზო და მულტიმოდალური სფეროს სპეციალისტის ვაკანსია

გზებისა და გზის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსია

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,