ევროპის სოლიდარობის კორპუსი: 6-თვიანი მოხალისეობრივი საქმიანობა ბულგარეთში 
იანვარი 24, 2024

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: 6-თვიანი მოხალისეობრივი საქმიანობა ბულგარეთში 


ბულგარეთის ქალაქ კაზანლიკში მდებარე სათემო ცენტრი, Oswobojdenie-1884, იწვევს 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც 2024 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ცენტრის მუშაობაში ჩაერთვებიან. 

ინიციატივა განკუთვნილი საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის. 

აქტივობათა უმრავლესობა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების და მოხუცთა დახმარებას. მოხალისეებს ასევე მოეთხოვებათ, გაეცნონ ბულგარულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფესტივალების, ბავშვებისთვის განკუთვნილი აქტივობებისა თუ გამოფენების ორგანიზება შეძლონ. 

მოხალისეს საცხოვრებლით უფასოდ უზრუნველყოფენ, ხოლო მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მას მერე, რაც ის ბულგარეთში ჩავა. ყოველ თვეს მოხალისე ჯიბის ფულად 150 ევროს, საკვებისთვის კი 200 ევროს მიიღებს. 

მოხალისეს მიეცემა შესაძლებლობა, ისწავლოს ბულგარული ენა და გაეცნოს ბულგარულ ფოლკლორს. 

ამ შეთავაზებას ბოლო ვადა არ აქვს — რაც მალე გააგზავნით განაცხადს, მით მეტად გაიზრდება თქვენი წარმატების შანსი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

დახურვის თარიღი:

აპრილი 30, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,