ევროკავშირი  საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას გააძლიერებს 
დეკემბერი 14, 2023

ევროკავშირი  საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას გააძლიერებს 


12 დეკემბერს ევროკომისიამ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებამ (EUIPO) საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის მხარდასაჭერად ახალ პროექტს მოაწერეს ხელი.

პროექტი, რომელსაც EUIPO განახორციელებს, სამ პარტნიორ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაძლიერებას და ინოვაციის, კრეატიულობისა და კონკურენციის ხელშემწყობი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.  

12 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში 4-წლიანი პროექტი დაიწყება, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტს ერთობლივად აფინანსებენ ევროკომისია (2.8 მილიონი ევრო) და EUIPO (1.2 მილიონი ევრო).

„პროექტი, რომელსაც დღეს  EUIPO-ისთან ერთად ვაწერთ ხელს, მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, — აღნიშნა  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა, — „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაძლიერებით, ეს პროექტი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს. EUIPO-ის გამოცდილება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება, უკეთ მართონ ის პრაქტიკული შედეგები, რომლებსაც ევროკავშირისკენ სწრაფვა ამ მნიშვნელოვან სფეროში მოიტანს“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,